Friday, May 17, 2013





ლაშქრობა
      ჩვენ V კლასის მოსწავლეები ვიყავით ლაშქრობაზე.  ეს დღე გამორჩეული იყო. მან ბევრი კარგი  რამ გვასწავლა ბავშვებს. ლაშქრობა დაგვეხმარა იმაში, რომ გავიგეთ როგორ უნდა დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრება. დავიყავით ჯგუფებად. ჯგუფებს დავალებები მოგვცეს. ეს დავალებებია: შეჯიბრება სირბილში, სპაგეტის ჭამა, მშობლებთან შეჯიბრება, დამალული ბანანის პოვნა და სხვა.
აუცილებელია  ვირბინოთ რომ არ გვქონდეს ჭარბი წონა და ვიყოთ ჯანმრთელები.შეჯიბრი " ბანანის პოვნა" სიმბოლურად დავუკავშირეთ ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ხილს.
  ეს დღე ძალიან ხალისიანი და სასიამოვნო იყო. ჩვენთან ერთად მშობლებმაც ბევრი ირბინეს და ბედნიერები და გახალისებულნი დავბრუნდით სახლებში.

მარიამ ჩხიკვაძე
     

Thursday, May 16, 2013

                                          
                                 "გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი"     

        სიკეთე  და კაცთმოყვარეობა ღვთისაგან ენიჭება ადამიანს, როცა ცხოვრებაში წარმატებას აღწევ, კიდევ უფრო მეტად ხალისიანი და სულიერად გაწონასწორებული ხდები, თუმცა ხშირად ისე არ ხდება, როგორც ეს შენ გინდა, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ყოველთის ვერ აღწევს  წარმატებას,რამაც არ უნდა გაგვაბოროტოს და დაგვაკარგვინოს რეალობის ობიექტურად შეფასების უნარი, უნდა შევძლოთ სხვისი
ღირსების აღიარება.
           და,თუ ამას ვერ მივაღწევთ, ე.ი   ჩვენ გულებში ეშმაკეულ შურსა და ბოროტებას დავუმკვიდრებთ ადგილს, საკუთარ თავს  მივაყენებთ ზიანს ,რაც  უარყოფითად აისახება როგორც ადამიანურ ურთიერთობებზე , ისე ჩვენს ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ ცხოვრების წესზე. ამიტომაც ნუ მივცემთ გასაქანს შურს, რომელიც სხვა არაფერია,თუ არა "მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა"(საბა) სხვათა წარმატების გამო ნუ  დავმწუხრდებით და ვიცხოვროთ ვაჟასეული მოწოდების შესაბამისად "გიყვარდეთ, კაცნო,ერთმანეთი" და ვიქნებით ხალისიანები



 ღიმილი ჯანმრთელობის საწინდარია

ჯანსაღი ღიმილი ჯანმრთელობის საწინდარიაო,-უთქვამს ბრძენ კაცს. მართლაცდა, თუ ჯანმრთელად ხარ,უფრო თავდაჯერებულად და სრულფასოვნად გამოიყურები, რაც დადებითად აისახება არამარტო შენს ყოველდღიურ  ყოფაზე, არამედ გარშემომყოფებთან შენს ურთიერთობაზე.
ამიტომაც ვიყოთ უფრო მხიარულები, ლაღები, გვახარებდეს სხვისი წარმატებები, მიღწევები, ჩვენს გულებში მცირეოდენ ადგილსაც კი ნუ დავუთმობთ შურს, ტყვიასავით მჭრელი და ბასრია -"ტყვიაც იწივლებს შურისა",- ბრძანებს პოეტი მორის ფოცხიშვილი. შური თრგუნავს როგორც ადამიანის ინტელექტს , ისე ცხოვრების წესსაც. ამიტომაც მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული რწამსის შესაბამისად  ცხოვრება დაგვეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.
                                                                                              

                                                         ქეთევან სიხარულიძე



Wednesday, May 15, 2013



  რესპოდენტი 88 წლის ალექსანდრე ელიეშვილია, რომელმაც საუკეთესო რჩევები მოგვცა ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით.

რესპოდენტი - დიდმა შოთამ პოემა „ვეფხისტყაოსანში“ მხცოვან მეფე როსტევანს ათქმევინა:,,მე გარდავსულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია“, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენი ბედნიერება ჩვენს ხელთაა, ასაკმა არ უნდა გვძლიოს.
ინტერვიუერი - მართალია, მიუხედავად ასაკისა, თქვენ ძალიან მხნედ გამოიყურებით,როგორ ახერხებთ ამას?
რესპოდენტი - თუ ვიცხოვრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მაშინ სიბერე ,,ჭირთა უფრო დიდი ჭირი“ აღარ იქნება.
ინტერვიუერი - რას გულისხმობთ ჯანსაღ ცხოვრებაში?
რესპოდენტი - ზომიერი ფიზიკური შრომა, სწორი კვების    რეჟიმი (უმეტესად ხილი და ბოსტნეული). როგორც ყველა ქართველ კაცს, მეც მიყვარს ლხინი, მეგობრებთან ქეიფი, მაგრამ შემიძლია გულრწფელად გითხრა, რომ სათრობად ღვინო არასდროს დამილევია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახში თუთუნს ბაბუაც ეწეოდა და მამაც, მე სიგარეტიც კი არ მომიწევია, რადგანაც ვიცოდი, რომ ყოველგვარი მოსაწევი იწვევდა სახის კანის ნაადრევ დაბერებას და ფიზიკურ უძლურებასაც.
 და, რაც მთავარია, სისტემტიურად ვვარჯიშობ.  ყოველი დილა ჩემთვის იწყებოდა და იწყება დილის გამამხნევებელი ვარჯიშით, რომელიც 15-20 წუთს გრძელდება.
ინტერვიუერი - რას ურჩევთ ჩემს თანატოლებს?
რესპოდენტი - იცხოვრეთ ჯანსაღად, მეტი დრო დაყავით სუფთა ჰაერზე, ისწავლეთ და იშრომეთ შეძლებისდაგვარად, იკვებეთ ნატურალური პროდუქტებით, გარკვეული დრო დაუთმეთ ფიზიკურ წრთობას. თუ ყოველივე ამას გაითვალისწინებთ, სიბერე, რომელიც ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, ჭირად და უბედურებად აღარ გექცევათ.
ინტერვიუერი - გმადლობთ სასარგებლო რჩევებისათვის.