რესპოდენტი 88 წლის ალექსანდრე
ელიეშვილია, რომელმაც საუკეთესო რჩევები მოგვცა ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით.
რესპოდენტი - დიდმა შოთამ პოემა „ვეფხისტყაოსანში“
მხცოვან მეფე როსტევანს ათქმევინა:,,მე გარდავსულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია“,
მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენი ბედნიერება ჩვენს ხელთაა, ასაკმა არ უნდა გვძლიოს.
ინტერვიუერი - მართალია, მიუხედავად ასაკისა, თქვენ
ძალიან მხნედ გამოიყურებით,როგორ ახერხებთ ამას?
რესპოდენტი - თუ ვიცხოვრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესით,
მაშინ სიბერე ,,ჭირთა უფრო დიდი ჭირი“ აღარ იქნება.
ინტერვიუერი - რას გულისხმობთ ჯანსაღ ცხოვრებაში?
რესპოდენტი - ზომიერი ფიზიკური შრომა, სწორი კვების
რეჟიმი (უმეტესად ხილი და ბოსტნეული).
როგორც ყველა ქართველ კაცს, მეც მიყვარს ლხინი, მეგობრებთან ქეიფი, მაგრამ შემიძლია
გულრწფელად გითხრა, რომ სათრობად ღვინო არასდროს დამილევია. მიუხედავად იმისა, რომ
ჩემს ოჯახში თუთუნს ბაბუაც ეწეოდა და მამაც, მე სიგარეტიც კი არ მომიწევია, რადგანაც
ვიცოდი, რომ ყოველგვარი მოსაწევი იწვევდა სახის კანის ნაადრევ დაბერებას და ფიზიკურ
უძლურებასაც.
და, რაც მთავარია, სისტემტიურად ვვარჯიშობ. ყოველი დილა ჩემთვის იწყებოდა და იწყება დილის გამამხნევებელი
ვარჯიშით, რომელიც 15-20 წუთს გრძელდება.
ინტერვიუერი - რას ურჩევთ ჩემს თანატოლებს?
რესპოდენტი - იცხოვრეთ ჯანსაღად, მეტი დრო დაყავით
სუფთა ჰაერზე, ისწავლეთ და იშრომეთ შეძლებისდაგვარად, იკვებეთ ნატურალური პროდუქტებით,
გარკვეული დრო დაუთმეთ ფიზიკურ წრთობას. თუ ყოველივე ამას გაითვალისწინებთ, სიბერე,
რომელიც ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, ჭირად და უბედურებად აღარ
გექცევათ.
ინტერვიუერი - გმადლობთ სასარგებლო რჩევებისათვის.
No comments:
Post a Comment