Thursday, May 16, 2013
"გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი"
სიკეთე და კაცთმოყვარეობა ღვთისაგან ენიჭება ადამიანს, როცა ცხოვრებაში წარმატებას აღწევ, კიდევ უფრო მეტად ხალისიანი და სულიერად გაწონასწორებული ხდები, თუმცა ხშირად ისე არ ხდება, როგორც ეს შენ გინდა, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ყოველთის ვერ აღწევს წარმატებას,რამაც არ უნდა გაგვაბოროტოს და დაგვაკარგვინოს რეალობის ობიექტურად შეფასების უნარი, უნდა შევძლოთ სხვისი
ღირსების აღიარება.
და,თუ ამას ვერ მივაღწევთ, ე.ი ჩვენ გულებში ეშმაკეულ შურსა და ბოროტებას დავუმკვიდრებთ ადგილს, საკუთარ თავს მივაყენებთ ზიანს ,რაც უარყოფითად აისახება როგორც ადამიანურ ურთიერთობებზე , ისე ჩვენს ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ ცხოვრების წესზე. ამიტომაც ნუ მივცემთ გასაქანს შურს, რომელიც სხვა არაფერია,თუ არა "მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა"(საბა) სხვათა წარმატების გამო ნუ დავმწუხრდებით და ვიცხოვროთ ვაჟასეული მოწოდების შესაბამისად "გიყვარდეთ, კაცნო,ერთმანეთი" და ვიქნებით ხალისიანები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment